ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მსოფლიოში რვა მილიონ შვიდასი ათასი მილიონერია


ეს ინფორმაცია გამოაქვეყნეს კომპანიებმა Merril Lynch-მა და Capgemini-მ. ამ მონაცემების თანახმად გასულ წელთან შედარებით მსოფლიოში მილიონერთა რაოდენობა 6.5 %-ით გაიზარდა. როგორც ირკვევა დღეს დღეობით ყველაზე მეტი მილიონერი ამერიკაში ცხოვრობს.

მილიონერები მსოფლიოს მოსახლეობის ერთი პროცენტის ერთ მეათედს შეადგენენ. მეორეს მხრივ მსოფლიო ბანკის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად მსოფლიოში ორი მილიარდ ექვსასი მილიონი ადამიანი დღეში დაახლოებით ორ დოლარზე ცხოვრობს.

XS
SM
MD
LG