ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სერიოზული კრახის შემდეგ აერობუსის მომავალი კითხვის ნიშნის ქვეშაა.


წინასწარმეტყველებდნენ, რომ ა-380, მსოფლიოს უდიდეს კომერციული თვითმფრინავს, აერობუსის კომპანია ახალ სიმაღლეებზე უნდა აეყვანა. რეალურად კი საქმე პირიქით შეტრიალდა და ახლა კომპანია კრახის წინაშე დგას.

სათაო კომპანიის სააქციო ფასი, სულ ცოტა ხნის წინ 6 მილიარდი დოლარით დაეცა მას შემდეგ, რაც აერობუმა უკვე მეორედ გამოაცხადა სუპერთვითმფრინავის გამოშვების გადავადების შესახებ.

“ჩემის აზრით აერობუსმა 10 წელი დაკარგა ახალი ნაწარმის შექმნისათვის. ახლა კი კომპანიას საბაზრო ეკონომიკის რეალობის გათვალისწინება მოუწევს. აერობუსის ისევ წელში გაიმართვამდე, სიტუაციით ბოინგი სარგებლობს.

ამბობს საავიაციო ინდუსტრიის ამერიკელი სპეციალისტი რიჩარდ აბულაფია.

აერობუსის წარმოების გადავადების შესახებ ინფორმაციის გავრცელებას, ამერიკული ბოინგის კომპანიის აქციების ფასის მომატება მოჰყვა. სინგაპურის საჰაერო კომპანიამ, სინგაპურ ეირლაინსმა, რომელმაც აერობუსს 555 მგზავრის ტევადობის ა-380 პირველი შეკვეთა მისცა, აერობუსისაგან გადავადების ასანაზღაურებელი კომპენსაცია მოითხოვა. შემდეგ კი ბოინგისაგან ოთხ ნახევარ მილიარდ დოლარად ოცი, ევროპულ გიგანტზე უფრო მცირე ბოინგი 787 შეიძინა.

რიჩარდ აბულაფიას თქმით:

“იმის დიდი რისკი არსებობს, რომ აერობუსის გიგანტი არ გაიყიდოს. ახლა მსოფლიოს საჰაერო კომპანიები უფრო მცირე თვითმფრინავების ყიდვას არჩევენ ვინაიდან მოლოდინმა, რომ აერობუსი მათ რაიმე ახალს შესთავაზებდა არ გაამართლა”.

კითხვა იმის შესახებ, თუ რა იცოდა კომპანიის ხელმძღვანელობამ წარმოების გადავადების თაობაზე, აერობუსის წინაშე არსებულ პრობლემებს კიდევ უფრო ამძიმებს. აერობუსის აქციების მფლობელებმა გაიგეს, რომ ამას წინათ კომპანიის ერთ-ერთმა აღმასრულებელმა დირექტორმა ნოელ ფორგეარდმა, კომპანიის აქციების ნაწილი 3 მილიონ დოლარად გაყიდა.

რიჩარდ აბულაფიას აზრით, კრიზისის დასაზლევად აერობუსს შეიძლება ხელმძღვანელობის შეცვლა დასჭირდეს.

“აერობუსმა ახლავე უნდა იმოქმედოს. კომპანია განუსაზრვრელი დროის ქონის ფუფუნებას აღარ ფლობს. მენეჯმენტში აუცილებელი, რადიკალური ცვლილებებია გასატარებელი. აერობუსის სათავეში უნდა მოვიდეს ისეთი ხალხი, რომლებიც კარგად განჭვრიტავენ თუ საით უნდა მიმართონ მთავარი რესურსები”. ამბობს ბატონი აბულაფია.

ჯერ-ჯერობით უკვე ოთხმა საჰაერო კომპანიამ მოითხოვა, მათ მიერ გაკეთებული სუპერ თვითმფრინავის შეკვეთების ხელსეკრულებების თავიდან განხილვა. აერობუსი კი აცხადებს, რომ თვითმფრინავის მიწოდების დაგვიანება გარდაუვალია, ხოლო ჯარიმების გადახდა კი კომპანიის მოგებას, მოყოლებული 2007-დან 2010 წლამდე, ყოველწლიურად 625 მილიონი დოლარით შეამცირებს.

XS
SM
MD
LG