ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

20 ივნისს მსოფლიო ლტოლვილთა საერთაშორისო დღეს აღნიშნავს.


ლტოლვილები, სამწუხაროდ, არა მხოლოდ საქართველოს ჰყავს, მსოფლიოს მასშტაბით ლტოლვილთა რიცხვი 8 მილიონს აჭარბებს. გარდა ამისა მსოფლიოში 24 მილიონი ადგილნაცვალი პირია, მათ რიცხვში შედიან ჩვენი დევნილები ცხინვალის რეგიონიდან - დაახლოებით 12 ათასი ადამიანი, და 300-ს ათასამდე აფხაზეთიდან.

ლტოლვილთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატს , ქ-ნ ადა მარშანიას გავესაუბრე :

- „ ჩვენ ჩვენივე სამშობლოში თითქმის უკანონო მოსახლეობა ვართ... ნამდვილად არ გადავაჭარბებ, თუ ვიტყვი, რომ დევნილებს ხელისუფლება ძალიან უსამართლოდ ექცევა...

- მე ყველანაირად მზად ვარ ჩვენი, აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობა დავიცვა. ვიცი, ძალიან დიდია უკმაყოფილება დევნილებში ჩვენი სტრუქტურების მიმართ, მაგრამ მიმაჩნია რომ მათი უკმაყოფილება სამართლიანია, ჩვენ უფრო რადიკალურები უნდა ვიყოთ.

სამწუხაროდ, მე მხოლოდ მათთან დგომით, ფიზიკური, ადამიანური თანადგომით შემიძლია ვუშველო, რამენაირად დავიცვა. სხვა საშუალება არ არსებობს : ჩვენ ტელეეთერში არ გვიშვებენ. პრესკონფერენციებს რომ ვიწვევთ, ჟურნალისტები რომც დაესწრნენ, მასალა მაინც არ შუქდება, ან შუქდება რამდენიმე კადრით და ერთი ფრაზით. ყველანაირი ხელისშეშლაა. ეს ძალიან ცუდია არა მხოლოდ დევნილი მოსახლეობისთვის, ეს ძალიან ცუდია ქვეყნისთვის“.

XS
SM
MD
LG