ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დაკარგული ორი  ამერიკელი ჯარისკაცის ცხედრებს მიაგნეს.


ამერიკელი სამხედროები აცხადებენ, რომ ერაყში, ქალაქ იუსუფიას მიდამოებში მათი აზრით დაკარგული ორი ამერიკელი ჯარისკაცის ცხედრებს მიაგნეს.

გენერალ-მაიორ უილიამ კოლდუელის თქმით, დღეს გვამებს დე ენ ეს ანალიზს ჩაუტარებენ.

ერაყელმა გენერალმა აბდულ აზიზ მოჰამადმა განაცხადა, რომ გვამებს წამების კვალი აღენიშნებათ.

ინტერნეტის მეშვეობით, პასუხისმგებლობა ჯარისკაცების გატაცებაზე ალ-ყაიდასთან დაკავშირებულმა ჯგუფმა იკისრა.

ბაქუბაში მოწყობილი რეიდის დროს, ამერიკელმა სამხედროებმა 15 ტერორისტი მოკლეს რამდენიმე კი დააკავეს. ადგილობრივი ხელისუფლების მტკიცებით კი, ამერიკელებმა 13 მშვიდობიანი მოსახლე მოკლეს.

XS
SM
MD
LG