ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მთელს მსოფლიოში 20 ივნისს  ლტოლვილთა საერთაშორისო დღე აღინიშნება


20 ივნისს ლტოლვილთა საერთაშორისო დღე აღინიშნება მთელს მსოფლიოში, რომელსაც მილიონობით ადამიანი იმედით ხვდება. ისინი კი ვინც საკუთარ სამშობლოში დაბრუნება მოახერხა ამ დღეს ზეიმით აღნიშნავენ და ათასგვარ შეხვედრებში, კონფერენციებში გამოფენებსა და კონცერტებში მონაწილეობენ.

გაეროს მონაცემებით ბოლო 4 წლის განმავლობაში 6 მილიონამდე ლტოლვილი დაუბრუნდა საკუთარ კარმიდამოს. გაეროს ლტოლვილთა სააგენტოს უმაღლესი კომისარის ანტონიო გუტიერესის განცხადებით ახლა მთელს მსოფლიოში 8,5 მილიონი ლტოლვილია აღრიცხული, რაც უკანასკნელი 26 წლის განმავლობაში ყველაზე უფრო დაბალი მაჩვენებელია. თუმცა იმავე სააგენტოს განცხადებით სამოქალაქო ომების შედეგად ამჟამად 25 მილიონი იძულებით ადგილნაცვალი პირია მსოფლიოში.

გაეროს ლტოლვილთა სააგენტოს წარმომადგენელის ვენდი ჩემბერლენის განცხადებით იძულებით ადგილნაცვალ პირებს არ გააჩნიათ იმგვარი მხარდაჭერა და ყურადღება რაც ლტოლვილებს. მისი თქმით:’’ ისინი ძალზე სახიფათო ადგილებში ცხოვრობენ სადამდეც ძნელია მიღწევა. მართალია დარფურის, კონგოს, კოლუმბიის, ნეპალის და ლიბერიის პრობლემებზე იშვიათად ლაპარაკობენ ტელევიზიით, მაგრამ ამ ქვეყნებში მცხოვრებ დევნილებს ჩვენი დახმარება სჭირდებათ, რათა თავიანთ სახლებს დაუბრუნდნენ.”

XS
SM
MD
LG