ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

იაპონია ერაყიდან ჯარების გაყვანას აპირებს


ამ ქვეყნის პრემიერ-მინისტრის იუნიჩირო კოიზუმის განცხადებით:” ჩვენმა მთავრობამ გადაწყვიტა თავდაცვის ძალების გამოყვანა ქალაქ სამავადან, რადგან ჯარისკაცებმა უკვე შეასრულეს თავისი ჰუმანიტარული მისია.”

დღესვე ერაყის პრემიერ-მინისტრმა ნური ალ-მალიქმა განაცხადა რომ ივლისში ამ ქვეყნის არმია მზად იქნება ჩაანაცვლოს მოკავშირეთა შეიარაღებული ძალები სამხრეთის პროვინცია მუთანაში.

იაპონიის ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ რომ ამ ქვეყნის ავიაცია კვლავაც გააგრძელებს შეერთებული შტატების სამხედრო კოალიციის მომარაგებას ერაყში.

იაპონიის 600 ჯარისკაცი 2004 წლიდან იყო განლაგებული ამ ქალაქში. იაპონიის პრემიერ-მინისტრი იუნიჩირო კოიზუმი ყოველთვის მხარს უჭერდა ამერიკის პოლიტიკას ერაყში მიუხედავად იმისა რომ იაპონიაში ამის წინააღმდეგ ძლიერი ოპოზიცია არსებობდა. ბატონი კოიზუმი მომავალ კვირას შეხვდება პრეზიდენტ ბუშს ვაშინგტონში.

XS
SM
MD
LG