ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სადამ ჰუსეინის სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარემ ერაყის ყოფილი პრეზიდენტის  სიკვდილით დასჯა მოითხოვა


სადამ ჰუსეინის სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარემ ერაყის ყოფილი პრეზიდენტის და მისი ორი თანამოსაქმის სიკვდილით დასჯა მოითხოვა 148 შიიტის მკვლელობისთვის. პროკურატურა სადამ ჰუსეინის გარდა მისი ბიძაშვილის ბარზან იბრაჰიმ ალ-ტიკრიტის და ერაყის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის ტაჰა იასინ რამადანის სიკვდილით დასჯას ითხოვს.

მთავარი ბრალმდებელის ჯააფარ ალ-მუსავის განცხადებით კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულისა და მშვიდობიანი მოსახლეობის დახოცისათვის განსასჯელები სასჯელის უმაღლეს ზომას იმსახურებენ.

სადამ ჰუსეინის სასამართლო პროცესი უკვე 8 თვეა მიმდინარეობს, რომელზეც დაცვის მხარე თავის არგუმენტებს 10 ივლისისთვის წარმოადგენს.

XS
SM
MD
LG