ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ავსტრალიის სასამართლომ, პაკისტანში დაბადებული ტერორიზმში ეჭვმიტანილი დამნაშავედ სცნო.


ახალი სამხრეთ უელსის უზენაესმა სასამართლომ, დღეს მსაჯულთა მიერ გამოტანილი ვერდიქტის საფუძველზე, პაკისტანში დაბადებული ავსტრალიის მოქალაქე, ხალიდ ლოდჰი დამნაშავედ სცნო 2003 წელს ტერაქტის მზადების მცდელობაში.

ლოდჰის ბრალი ედებოდა, ავსტრალიის ელექტროფიკაციის რუკის შედგენაში, სახიფათო ქიმიქატების შესახებ ინფორმაციის შეგროვებასა და ბომბის შექმნისათვის საჭირო ინფორმაციის მოპოვებაში. ამ ბრალდებებს ლოდჰი უარყოფდა.

პროფესიით არქიტექტორი ლოდჰი ამტკიცებს, რომ ელექტროფიკაციის რუკა და ქიმიკატების შესახებ ინფორმაციის მოპოვება, მისი პროფესიული საქმიანობის ნაწილია.მასჯავრდებულს საბოლოო, წინასწარი პროგნოზით უვადო პატიმრობის განაჩენს მიმდინარე თვის მიწურულს გამოუტანენ.

XS
SM
MD
LG