ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თალიბთა მიერ განხორციელებულ თავდასხმებს, ავღანეთში 30-თი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.


ავღანეთის ოფიციალური წყაროების მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, თალიბი მებრძოლების მიერ განხორციელებულ 2 თავდასხმას 30 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ადგილობრივი პოლიცია აცხადებს, რომ თავდასხმები მიზნად ჰალმანდის პროვინციის უშიშროების სამსახურის ყოფილი თავკაცის და გავლენიანი პოლიტიკური მოღვაწის დად მოჰამად ხანის წინააღმდეგ იყო მიმართული.

პირველ თავდასხმაში ხანის ძმა, სანგინის რაიონის ყოფილი ხელმძღვანელი, ჯამა გული და მისი თანმხლები 4 კაცი მოკლეს. მეორე თავდასხმა, რომელსაც 25 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, რამდენიმე საათის შემდეგ მაშინ მოხდა, როდესაც გულის ნათესავები ცხედრების წასასვენებლად ტრაგედიის ადგილზე მივიდნენ.

ავღანეთის უზურგანის პროვინციაში, მთავრობის ძალებმა და კოალიციის მებრძოლებმა 7 თალიბანი მებრძოლი მოკლეს, ხოლო 4 კი დაატყვევეს.

XS
SM
MD
LG