ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მოკავშირეთა ძალებმა ავღანეთში თალიბთა 85 მეომარი გაანადგურეს


დაახლოებით 40 მათგანი უზურგანის პროვინციაში მოთარეშეთა ერთ-ერთ ბაზაზე დახოცეს. ამავე დროს ყუნარის პროვინციაში მოკავშირეთა ორი ჯარისკაცი დაიღუპა მათი ავტომობილის ნაღმზე აფეთქების შედეგად.

გაზეთ “ვაშინგტონ პოსტის” ინფორმაციით ამ ბოლო დროს მკვეთრად გაიზარდა ამერიკული ავიაციის აქტიურობა ავღანეთში. შეერთებული შტატების საბრძოლო ავიაციამ უკანასკნელი სამი თვის განმავლობაში ავღანეთში 340 საჰაერო დარტყმა განახორციელა სხვადასხვა სამიზნეზე, რომლის დროსაც ის ბი-52 ტიპის ბობმდამშენებსაც იყენებდა. შედარებისთვის იმავე პერიოდში ერაყში მხოლოდ 160 ავიარეიდი განხორციელდა.

XS
SM
MD
LG