ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ-ის სენატმა  ერაყსა და ავღანეთში სამხედრო ოპერაციებისათვის საჭირო თანხები დაამტკიცა


თითქმის 95ი მილიარდი დოლარის ოდენობის ფინანსური პაკეტი 98ი ხმით ერთის წინააღმდეგ იქნა დამტკიცებული. აქედან 66ი მილიარდი დოლარი ავღანეთსა და ერაყში სამხედრო ოპერაციებს მოხმარდება. კონგრესის საკვლევი ცენტრის თანახმად ეს პაკეტი პლიუს მანამდე დამტკიცებული ფინანსური ინიციატივები მთლიანობაში 320 მილიარდ დოლარს შეადგენს ერაყისათვის და 89 მილიარდს ავღანეთისათვის.

დემოკრატებმა მწვავედ გააკრიტიკეს ის მეთოდი, რომელსაც მიმართა პრეზიდენტმა ბუშმა ამ თანხების მიღების მიზნით. მან კონგრესს საგანგებო დამატებითი თანხების გამოყოფა სთხოვა, რათა თავი აერიდებინა ჩვეულებრივი არხებისათვის, რომლებიც საჭიროა მსგავსი თანხების მისაღებად. დემოკრატები ამტკიცებენ, რომ ბუშმა ამას იმ მიზნით მიმართა, რათა საზოგადოებრიობას არ სცოდნოდა სულ უფრო მზარდად არაპოპულარული ერაყის ომის ნამდვილი ხარჯები.

აი რა თქვა სენატის საასიგნაციო კომიტეტის წევრმა სენატორმა რობერტ ბერდმა: -”კონგრესმა რვა საგანგებო დაფინანსების ინიციატივა დაამტკიცა ომების დასაფინანსებლად. უნდა გითხრათ, რომ არც ერთი ინიციატივა არ ყოფილა საგანგებოდ შესწავლილი, რაც ჩვეულებრივ აუცილებელია ასეთი მასიური ხარჯების დროს.”

ეს უკანასკნელი ინიციატივა წარმოადგენს კომპრომისს იმ კანონმდებლობებს შორის, რომელიც ამა წლის დასაწყისში წარმომადგენელთა პალატამ და სენატმა მოიწონეს. ზოგი დემოკრატი იმას ჩივის, რომ კრიტიკული მნიშვნელობის შესწორებები სენატის ბილიდან ამოღებულ იქნა ძალისხმევისას გაეერთიანებინათ წარმომადგენელთა პალატისა და სენატის მიერ დამტკიცებული ორი კანონპროექტი.

ნევადელი სენატორი უკმაყოფილოა იმით, რომ ამ კანონპროექტიდან ამოაგდეს პუნქტი, რომელიც ქვეყნის პორტების უშიშროების განმტკიცებას ითვალისწინებდა. -”თითქოს ჩვენი პორტების დაცვა კონგრესის უპირველეს ზრუნვას უნდა წარმოადგენდეს ახლა, როდესაც ტერორიზმის საშიშროება ასე რეალურია, მაგრამ როგორც სჩანს ეს ასე არ არის”- თქვა სენატომა ჰერი რაიდმა.

ამ კანონპროექტში აგრეთვე ჩართულია ის თანხები, რომლებიც საჭიროა მოსახლეობის ფრინველის გრიპისაგან დასაცავად, ისევე როგორც აშშ-ის საზღვრების განმტკიცებისათვის და 20 მილიონი დილარი ირანში დემოკრატიის დამყარებისათვის.

XS
SM
MD
LG