ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბაღდადში კამიკაძე ტერორისტის მიერ განხორციელებული ტერაქტის შედეგად 10 კაცი დაიღუპა.


აფეთქებას დღეს, პარასკევის ლოცვების წინ, შიიტთა მეჩეთში ჰქონდა ადგილი. 20 კაცი დაიჭრა. პოლიციის განცხადების თანახმად ტერორისტმა მოახერხა ბურატას მეჩეთში შესვლა.

ამ მეჩეთში ამა წლის შვიდ აპრილს სამმა კამიკაძემ განახორციელა ტეტრაქტები რასაც 70 ადამიანის სიცოცხლე შეწირა.

ამის პარალელურად ბაღდადის ჩრდილოეთ გარეუბნის კომერციულ ცენტრს ნაღმ-სატყორცნებიდან გაუხსნეს ცეცხლი. დაიღუპა ორი ხოლო დაიჭრა 16 კაცი.

XS
SM
MD
LG