ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ინდონეზიაში ფრინველის გრიპით ადამიანის გარდაცვალების ოცდამეთვრამეტე შემთხვევა დაფიქსირდა.


როგორც ინდონეზიის ჯანმრთელობის დაცვის სამინისტრომ განაცხადა ლაბორატორიულმა გამოკვლევამ ცხადყო ის ფაქტი რომ 14 წლის მოზარდი რომელიც მიმდინარე კვირას გარდაიცვალა ფრინველის გრიპით იყო დაავადებული.

ლაბორატორიული მონაცემები ჯანმრთელობის დაცვის საერთაშორისო ორგანიზციამ უნდა გადაამოწმოს.

მთლიანობაში 125 ადამიანი შეეწირა ამ დაავადებას მსოფლიოში 2003 წლის შემდეგ. დაღუპულთა უმეტესობა აზიის ქვეყნებიდანაა.

XS
SM
MD
LG