ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საპროტესტო აქცია სასჯელაღსრულების დეპატარტამენტის  შენობასთან.


10-ზე მეტმა ადამიანის უფლებათა დაცვის არასამთავრობო ორგანიზაციამ პატიმართა ოჯახების წევრებთან ერთად ორთაჭალაში სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის , ბაჩო ახალაიას გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქცია გამართეს. აქციის მონაწილეები თავიანთ მოთხოვნას იმით ხსნიან, რომ ახალაია უხეშად არღვევს პატიმართა უფლებებს.

“სწორედ ბაჩო ახალაიამ მოახდინა ბუნტის პროვოცირება მე-5 თბილისის საპატიმროში 27 მარტს, რამაც პატიმართა დაღუპვა და პენიტენციალურ სისტემაში არეულობა გამოიწვია” - ასეთი განცხადებები კეთდებოდა დღეს აქციაზე, რომლის ერთ-ერთი ორგანიზატორი ,,საქართველოს დემოკრატიული პრინციპებისა და ადამიანის უფლებათა დაცვის კავშირი’’-ს თავმჯდომარე დავით ლილუაშვილი დღეს ჩვენი სტუმარია.

დ. ლილუაშვილი:

,,_ თეატრალიზებული ეფექტები ჰქონდა ჩვენს აქციას. დღეს ბაჩო ახალაიას, გადავეცით ჯალათის ნაჯახი, ჯალათის ნიღაბი, გავაკარით დეპარტამენტის ფასადებზე სააგიტაციო ფურცლები, სადაც ეწერა, რომ დაუყოვნებლივ უნდა გადადგეს სასჯელაღსრულების ადმინისტრაცია, რომ დატოვონ პენიტენციალური სისტემა ჯალათებმა, რომ პატიმარიც ადამიანია და მასაც აქვს გარკვეული უფლებები მინიჭებული კანონით და საზოგადოების მიერ.

_ ჩვენ პერნამენტულად ჩავატარებთ აქციებს და სულ მცირე დისკოფორტს მაინც შევუქმნით ბაჩო ახალაიას...’’

XS
SM
MD
LG