ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

შრი-ლანკაში ნაღმის აფეთქების შედეგად 64 ადამიანი დაიღუპა.


შრი-ლანკის ჩრდილო-აღმოსავლეთში ავტობუსის ნაღმზე აფეთქების შედეგად 64 ადამიანი დაიღუპა. დაღუპულთა შორის არიან ბავშვები, ქალები და რამდენიმე ბუდისტი ბერი.

შრი ლანკის მთავრობის წარმომადგენელმა ამ აფეთქებისათვის პასუხისმგებლობა თამილ ვეფხვთა ძალებს დააკისრა. მან ამ ფაქტს ბარბაროსული აქტი უწოდა.

თამილი მეამბოხეები უარყოფენ ბრალდებას და გმობენ ამ ფაქტს.

თავდასხმის შემდეგ შრი ლანკის შეაირაღებულმა ძალებმა საჰაერო იერიში მიიტანეს მეამბოხეთა პოზიციებზე .

მეამბოხეებმა თხოვნით მიმართეს დროებითი ზავის, სახელწოდებით “ნორდიკ” -ის დამკვირვებელთა ხელმძღვანელს რომ შრი -ლანკის მთავრობამ შეწყვიტოს თავდასხმა მეამბოხეთა პოზიციებზე, რომლის დროსაც მშვიდობიან მოქალაქეთა სახლები დაზიანდა.

XS
SM
MD
LG