ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მოსკოვში დიდი რვიანის სახელმწიფოების მინისტრთა შეხვედრა მიმდიანარეობს.


დღეს მოსკოვში დიდი რვიანის იუსტიციის და შინაგან საქმეთა მინისტრების შეხვედრა ტარდება. დიდი რვიანის შემადგენლობაში შედიან მსოფლიოს წამყვანი ინდუსტრიული ქვეყნები: ბრიტანეთი, კანადა, საფრანგეთი, გერმანია, იტალია, იაპონია, შეერთებული შტატები და რუსეთი.

შეხვედრის ძირითადი მიზანია ტეტრორიზმის, ინტერნეტის საშუალებით ჩადენილი დანაშაულებათა, ანუ კიბერ სივრცეში დანაშაულებათა, და არალეგალური იმიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის ახალი გზების დაგეგმვა.

ორ-დღიანი შეხვედრის გახსნაზე ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა ფრანკო ფრატინიმ დიდი რვიანის ყველა წევრს მოუწოდა დაარსონ ორგანიზაციები კიბერ სივრცეში დანაშაულის წინააღმდეგ საბრძოლველად.

რუსეთის პრესცენტრის განცხადების თანახმად რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი სერგეი სობიანინი კი თვლის რომ არალეგალრური იმიგრაცია ერთერთი ყველზე მნიშვნელოვანი პრობლემაა რომელიც ბევრ ქვეყანას ძვირად უჯდება.

XS
SM
MD
LG