ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დღეს აჰმადინეჯადი აზიის ქვეყნების  შეხვედრაზე დამსწრეებს მხარდაჭერისკენ მოუწოდებს.


შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის შეხვედრაზე ირანის ლიდერი დამსწრეებს ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით მხარდაჭერისკენ მოუწოდებს.

დღეს, ჩინეთში მიმდინარე ცენტრალური აზიის ქვეყნების უმაღლესი დონის შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას, აჰმადინეჯადმა დამსწრეებს მხარდაჭერისკენ და დახმარებისკენ მოუწოდა დასავლეთის დესპოტური ძალების აგრესიული ჩარევსგან დასაცავად.

ირანის ლიდერმა შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის წევრებს უთხრა, რომ მათი ორგანიზაცია უფრო ძლიერი გახდება თუ გაფართოვდება ეკონომიკური და სხვა სახის თანამშრომლობები. აქვე, აჰმადინეჯადმა ნავთობ მწარმოებელი ქვეყნების ლიდერები ირანში დაპატიჟა.

შეგახსენებთ, რომ ირანს შანხაის ორგანიზაციაში დამკვირვებლის სტატუსი აქვს. ორგანიზაცია რუსეთს, ჩინეთს, და ცენტრალური აზიის 4 ქვეყანას აერთიანებს.

XS
SM
MD
LG