ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გამოქვეყნდა Freedom House-ის ახალი ანგარიში.


ადამიანის უფლებათა დამცავმა ორგანიზაცია ფრიდომ ჰაუსმა საფუძვლიანი და ამომწურავი ანგარიში გამოაქვეყნა, რომელიც ცენტრალური ევროპის და ევრაზიის გარადმავალ სტადიაში მყოფ სახელმწიფოებში შექმნილ სიტუაციას ეხება. ამ ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ მოხსენებაში ნათქვამია, რომ ენერგორესურსებით მდიდარი ისეთი ქვეყნები როგორებიცაა რუსეთი, აზერბაიჯანი, ყაზახეთი და თურქმენეთი ამ რესურსების წყალობით თავის ეკონომიკურ მდგომარეობას აუმჯობესებენ, მაგრამ ამვე დროს ავტორიტარული მმართველობისკენ მიისწრაფიან.

2005 წლის განმავლობაში რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი აგრძელებდა თავისი პირადი ძალაუფლების განმტკიცების პოლიტიკას და ქვეყანის დემოკრატიული მონაპოვარის წინააღმდეგ ბრძოლას. რუსეთში მკვეთრად გაუარესდა მდომარეობა თავისუფალი არჩევნების, კორუფციასთან ბრძოლის, დემოკრატიული მმართველობის და სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბების თვალსაზრისით. რუსეთის ცენტრალურმა ხელისუფლებამ ვერ შესძლო ეფექტური პოლიტიკის გატარება ჩრდილოეთ კავკასიაში, რამაც ამ რეგიონში ეხქსტრემისტული ძალების გაძლიერებას შეუწყო ხელი. ეს ყოველივე რუსეთში პოლიტიკური სისტემის დესტაბილიზაციას უწყობს ხელს. ნათქვამია ფრიდომ ჰაუსის მოხსენებაში.

აღნიშნული მოხსენება 29 პოსტ-კომუნისტური სახელმწიფოს პოლიტიკურ ცხოვრებას მიმოიხილავს და მათ შორის რა თქმა უნდა სამხრეთ კავვკასიის სახელმწიფოებში შექმნილ სიტუაციასაც ეხება.

ადამიანის უფლებათა დამცავი ორგანიზაციის ანგარიში საქართველოში შექმნილ სიტუაციასაც ეხება, სადაც პირველ რიგში აღნიშნულია სააკაშვილის მთავრობის წარმატება კორუფციასთან ბრძოლაში. შედარებით ზომიერია მიღწევები ადამიანის უფლებათა დაცვის და დამოუკიდებელი იურიდიული სისტემის განვითარების თვალსაზრისით. ამვე დროს აღნიშნულია მედიის დამოუკიდებლობის და სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბების საქმეში რაიმე წინსვლის უქონლობა. ასევე უცვლელია მდგომარეობა სახელმწიფო მმართველობის და საარჩევნო სისტემის გაუმჯობესების თვალსაზრისით, რაც გარკვეულწილად ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის არსებული დაპირისპირების შედეგიც შეიძლება იყოს.

საქართველოს ხელისუფლებისგან განსხვავებით ფრიდომ ჰაუსი მკაცრად აკრიტიკებს აზერბაიჯანის მთავრობას, რომელიც ილჰამ ალიევის მეთაურობით ავტორიტარიზმისკენ მიისწრაფვის. აღნიშნულია ხარვეზები აზერბაიჯანის საარჩევნო სისტემაში რომელიც არ აკმაყოფილებს საერთაშორისო სტანდარტებს.

მოხსენებაში ნათქვამია, რომ აზერბაიჯანში სახელმწიფო სტრუქტურების მხრიდან გრძელდება ადამიანის უფლებების დარღვევები განსაკუთრებით ხელისუფლებისადმი ოპზიციურად განწყობილი ახალგაზრდული ჯგუფების მიმართ.

ფრიდომ ჰაუსის მოხსენებაში განსაკუთრებით ხაზგასმულია აზერბაიჯანის ხელისუფლებაში კორუფციის მაღალი დონე.

რაც შეეხება სომხეთს, ფრიდომ ჰაუსი მიიჩნევს, რომ აქ გარკვეული სტაგნაცია შეინიშნება ხელისუფლებასა და ოპოზიციის გამწვავებული ურთიერთობების ფონზე.

XS
SM
MD
LG