ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რა ფაზაშია ამერიკა-რუსეთის ურთიერთობა?


ხუთი წლის წინ პრეზიდენტი ბუში და რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი სლოვენიაში პირველად შეხვდნენ ერთმანეთს.

ექსპერტების თქმით ორ ქვეყანას შორის მომავალი ურთიერთობების წარმართვა, სწორედ პრეზიდენტების ამ პირველმა შეხვედრამ განსაზღვრა.თუმცა ბევრი ექსპერტი ამბობს, რომ ახლა ეს ურთიერთობები საკმაოდ შეიცვალა.“ჩემის აზრით, ახლა 2001-რთი წლის ზაფხულის და მითუმეტეს 11-ტი სექტემბრის შემდგომი პერიოდის მსგავსი პოზიტიური ურთიერთობა აღარ აღინიშნება. თუმცა ორივე ლიდერი კარგი ურთიერთობის შენარჩუნებას ცდილობს. მიუხედავად იმისა, რომ მათი გარემოცვა სულ უფრო მწვავედ აკრიტიკებს მეორე მხარეს. პრეზიდენტები ერთმანეთის მიმართ ძველებურ ნდობას აღარ გამოხატავენ”. ამბობს კოლუმბიის უნივერსიტეტის ექსპერტი რიჩარდ ლიგვუდი.ამ პირველი შეხვედრის შემდეგ, პრეზიდენტმა პუტინმა რუსეთში დემოკრატიის შეზღუდვის მცდელობით ბევრი ნაბიჯი გადადგა. მან პრეზიდენტის ხელში ძალაუფლების ცენტრალიზება, ოპოზიციური პოლიტიკური ძალების შესუსტება და მედიის დაქვემდებარება მოახერხა. მიმდინარე წლის დასაწყისში მოსკოვმა ბუნებრივი აირის მიწოდება შეუწყვიტა უკრაინას. რუსეთის ეს ქმედება საერთაშორისო საზოგადოებრიობამ დაგმო.“ახლა, როდესაც რუსეთმა გააცნობიერა, რომ იმ ენერგორესურსებს ფლობს, რომელიც სხვა ქვეყნებს მათ შორის შეერთებულ შტატებსაც ესაჭიროება, ქვეყანამ წელში გასწორება და კუნთებზე ყურება დაიწყო. რუსეთს არიზიანებს ამერიკის ურთიერთობა საქართველოსთან, უკრაინასთან და ბალტიისპირეთის ქვეყნებთან. რუსეთს აცოფებს ის აზრი, რომ მაგალითად უკრაინის ბლოკსი სესვლით, ნატო კიდევ უფრო შეიძლება მიუახლოვდეს მას. რუსებს არ მოსწონთ ის რასაც ჩვენ ერაყში ვაკეთებთ. ჩვენ კი იმაზე ვართ გაბრაზებულები, რომ რუსეთი ისე არ გვიბავს მხარს როგორც საჭიროა, ირანისა და ჩრდილოეთ კორეის საკითხებთან დაკავშირებით”. ამბობს ჰარვარდის უნივერსიტეტის ექსპერტი რუსეთის საკითხებში მარშალ გოლდმანი.ბევრი ექსპერტის აზრით, სწორედ პრეზიდენტებს შორის არსებული კარგი ურთიერთობის გამო არ ხდებოდა შეერთებული სტატების პრეზიდენტის ადმინისტრაციის მხრიდან პუტინის კრიტიკა. თუმცა არსებული სიტუაცია გასულ თვეს ამერიკის ვიცე-პრეზიდენტმა დიკ ჩეინიმ ლიტვაში ყოფნისას შეცვალა, როდესაც მან მწვავედ გააკრიტიკა რუსეთი. დემოკრატიის შეზღუდვისათვის, ხოლო ბუნებრივი აირის მიწოდების შეწყვეტის ფაქტებს მან“მეზობელი ქვეყნების წინააღმდეგ დაშინებისა და შანტაჟის მეთოდებით ბრძოლა უწოდა”.

რუსეთი მკვეთრად გამოეხმაურა ვიცე-პრეზიდენტის ამ კრიტიკას. კრემლმა მას გაუგებარი უწოდა, ხოლო მიხეილ გარბაჩოვმა აღნიშნა, რომ ვიცე-პრეზიდენტი რუსეთის საშინაო საქმეებში ერევა.“რუსეთის ეკონომიკა, ძირითადად ნავთობის წყალობით უკანასკნელი შვიდი წლის განმავლობაში შვიდჯერ თუ რვაჯერ გაიზარდა. ქვეყანა გასული საუკუნის 90-ათიანი წლების მსგავსად აღარ არის დამოკიდებული საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ გაცემულ სესხებზე. აქედან გამომდინარე ამერიკამ რუსეთზე ზეწოლის ის მექანიზმები დაკარგა, რასაც იგი წინა ათწლეულში ფლობდა. ამბობს კარნეგის ცენტრის წარმომადგენელი ანდრიუ კუჩინსი.მომავალ თვეს მსოფლიოს ინდუსტრიულად განვითარებული დემოკრატიული ქვეყნებისა და რუსეთის ლიდერები სანქტ პეტერბურგში შეიკრიბებიან. ექსპერტებს აინტერესებთ, ამ შეხვედრაზე გააგრზელებს თუ არა ამერიკა რუსეთის კრიტიკას, თუ მოსკოვთან ურთიერთობისათვის უფრო რბილ ტონს აირჩევს.

XS
SM
MD
LG