ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ქალაქ ვაშინგტონში მდებარე ნეშნლ ჯიოგრეფიკის მუზეუმში ფეხბურთისადმი მიძღვნილი ფოტოგამოფენა გაიხსნა.


“აქ ის ფოტოებია წარმოდგენილი, რომლებსაც ჩვენ უკვე კარგად ვიცნობთ. ფეხბურთის თემის გარდა 52 სურათს ის აერთიანებს, რომ ისინი მსოფლიოს საუკეთესო ფოტოგრაფების ნახელავია”. ამბობს მუზეუმის დირექტორი სიუზან ნორტონი.

“ჩვენ ვიცით, რომ ტელეარხები ყოველდღიურად გადაცემენ საფეხბურთო მატჩებს. მაგრამ ჩვენ იმ ფეხბურთის ჩვენება გვსურდა, რომელსაც ჩვეულებრივი ადამიანები და ზოგ შემთხვევაში ცხოველები თამაშობენ.” ამბობს იგი.

სწორედ ცხოველების მიერ ფეხბურთის თამაშის ამსახველი ფოტოები სარგებლობს დამთვარიებელთა შორის ყველაზე დიდი პოპულარობით. აქ თქვენ შეიძლება ნახოთ ბურთით მოთამაშე დელფინი, სპილო და გეპარდი. გამოფენა სახელწოდებით “ფეხბურთი-პლანეტა თამაშის დროს” ოქტომბრამდე გასტანს.

“ჩვენ აგრეთვე მინისტადიონი გვაქვს გამართული, სადაც წარსულის და გერმანიაში ახლა მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატის მატჩების კადრები შეიძლება იხილოთ”. ამბობს ქალბატონი ნორტონი.

გამოფენა ხოტბას ასხავს პლანეტის ყველაზე პოპულარულ სპორტს. იმ სპორტს, რომელმაც რასობრივი, კულტურული ან ასაკობრივი ბარიერები არ იცის.

XS
SM
MD
LG