ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჰამასის მომხრეები საპროტესტო აქციებს აწყობენ.


ათასობით პალესტინელმა პროტესტი გამოხატა ფატას მიერ ჰამასის მოძრაობის წინააღმდეგ განხორციელებული თავდასხმის გამო.

მოპროტესტეები დღეს ღაზას სექტორში და მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე მდებარე ქალაქ რამალაში, სწორედ იქ შეიკრიბნენ სადაც პალესტინის პრეზიდენტის მაჰმუდ აბასის ფატას მოძრაობის წევრებმა პალესტინელთა პარლამენტისა და მინსისტრთა კაბინეტის შენობები გადაწვეს.

ჰამაზსა და ფატას შორის არსებული ისედაც დაძაბული ურთიერთობა კიდევ უფრო გაუარესდა მას შემდეგ, რაც მაჰმუდ აბასმა ისრაელის აღიარების საკითხის რეფერენდუმზე გატანა მოისურვა. ჰამასს, ისრაელის განადგურების პირობა აქვს დადებული და მოძრაობა ამ რეფერენდუმის ჩატარებას ძლიერ ეწინააღმდეგება.

ბევრი ექსპერტის აზრით პალესტინა სამოქალაქო ომის ზღვარზეა.

XS
SM
MD
LG