ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ერაყში, მომხდარ რამდენიმე აფეთქებას სულ მცირე 17  კაცის სიცოცხლე შეეწირა


ერაყის ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ დღეს ქალაქ კირკუკში მომხდარ რამდენიმე აფეთქებას სულ მცირე 17-კაცის სიცოცხლე შეეწირა.

5, თითქმის ერთდროულად განხორციელებულ აფეთქებათა ნაწილი პოლიციის წინააღმდეგ იყო მიმართული. დაღუპულთა შორის რამდენიმე პოლიციელია.

ტერორისტულმა ორგანიზაციამ “ალ ყაედა ერაყში”, ლიდერის აბუ მუსაბ ალ-ზარქავის მკვლელობის შემდეგ, ახალ ხელმძღვანელად შეიხი აბუ ჰამზა ალ-მუჰაჯერი დაასახელა.

ერაყის მთავრობამ კი ბაღდადში სიწყნარის დამყარების მცდელობით, დედაქალაქში რამდენიმე ათეული ათასი სამხედროს შეყვანა გადაწყვიტა.

დღესვე ბაღდადში, სადამ ჰუსეინის სასამართლო პროცესზე მოსამართლემ განაცხადა, რომ დღევანდელი დღე დაცვის მიერ მოწვეულ მოწმეთა დაკითხვის უკანასკნელი დღე იქნება.

XS
SM
MD
LG