ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

შეერთებული შტატები, მსოფლიოს 12 ქვეყანას ადამიანთა ტრაფიკინგიგისადმი სათანადო ყურადრების არ მიქცევაში სდებს ბრალს.


შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ 2006 წლის ანგარიშში აღნიშნულია, რომ გერმანიაში მიმდინარე, ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატმა ხელი შეიძლება შეუწყოს ტრაფიკინგს.

სახელმწიფო დეპარტამენტის ამ ანგარიშის ფურცლებზე, მსოფლიოს 12 ქვეყანას ტრაფიკინგში დამნაშავეთა არ დასჯასა და პრობლემის უგულველყოფაში ედება ბრალი. მონურ შრომასთან დაკავშირებული სიტუაციის სიმძიმიდან გამომდინარე ქვეყნები კატეგორიებადაა დახარისხებული. 12-დან 4 ყველაზე ცუდ სიტუაციაში მყოფი ქვეყანა შუა და აღმოსავლეთ აზიაში მდებარეობს. ესენია ბირმა, ლაოსი, ჩრდილოეთ კორეა და უზბეკეთი.

3 ქვეყანა ახლო აღმოსავლეთშია. ესენია: ირანი, საუდის არაბეთი და სირია. ასევე 3 ბელიზი, კუბა და ვენესუელა ლათინურ ამერიკაში მდებარეობს. ხოლო 2 ყველაზე უარესი კატეგორიისათვის მიკუთვნებული ქვეყანა კი აფრიკაშია. ესენია, სუდანი და ზიმბაბვე.

ანგარიშში 150-ზე მეტი ქვეყანაა შეფასებული. მათი შეფასება ამერიკელი დიპლომატებისა და არასამთავრობო და სხვა ორგანიზაციებისაგან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე ხდება.

შეერთებული შტატების კონგრესი ასეთი ანგარიშის წარდგენას, 2000 წელს მიღებული, ეგრეთწოდებული “ტრაფიკინგისა და ძალადობის მსხვერპლთა დაცვის” კანონის მიხედვით ითხოვს.

პირველ კატეგორიაში ის ქვეყნები ხვდებიან, რომლებშიც ყველაფერი რიგზეა. მეორე კატეგორია, იმ ქვეყნებს მოიცავს, სადაც პრობლემა არსებობს, მაგრამ ხელისუფლება მისი აღმოფხვრისათის მიზანდასახულად იღწვის. ქვეყნები, რომლებშიც პროგრესი არ შეინიშნება მეორე კატეგორიის, ეგრეთწოდებულ “დაკვირვების ქვეშ მყოფთა” სიაში ხვდებიან. მე-3 კატეგორია იმ ქვეყნებისთვისაა განკუთვნილი, სადაც ტრაფიკინგში დამნაშავეთა დასჯას და დაზარალებულთა დაცვას სათანადო ყურადღებით არ ეპყრობიან.

ასეთ ქვეყნებს ჰუმანიტარულის გარდა სხვა საერთაშორისო დახმარებების შეწყვეტის საშიშროება ელით.

კუვეიტი, კატარი და არაბთა გაერთიანებული ემირატები ის ქვეყნებია, რომლებიც წელს მე-3 კატეგორიიდან მე-2 “დაკვირვების ქვეშ მყოფთა” სიაში გადაიყვანეს.

ვენესუელის საელჩომ გააპროტესტა ქვეყნის მე-3 კატეგორიაში მოთავსება. საელჩოს განცხადებით ვენესუელა იბრძვის ტრაფიკინგის წინაარმდეგ და მისი მე-3 კატეგორიაში განთავსება მხოლოდ პოლიტიკური მიზეზით აიხსნება.

ანგარიშში გამოთქმულია შიში იმის თაობაზე, რომზოგი ინფორმაციით გერმანიაში ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის მსვლელობისას, პროსტიტუციის მიზნით, 40 ათასამდე ქალი აპირებს ჩასვლას. გერმანიაში პროსტიტუცია კანონითაა დაშვებული, მაგრამ ქვეყნის ხელისუფლება აცხადებს, რომ ტრაფიკინგთან ბრძოლას აპირებს.

XS
SM
MD
LG