ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

შეერთებული შტატების სამხედროების განცხადებით, ატოპსიის მონაცემებით ზარქავი ნამდვილად ბომბის აფეთქების შედეგად დაიღუპა


შეერთებული შტატების სამხედროების განცხადებით, ატოპსიის მონაცემებით აბუ მუსაბ ალ-ზარქავი ნამდვილად ბომბის აფეთქების შედეგად დაიღუპა.

სამედიცინო ექსპერტები ამტკიცებენ, რომ ზარქავის გვამს არც ცემის ნიშნები და არც ნატყვიარი ჭრილობები არ აღენიშნება და იგი ნამდვილად ამერიკული თვითმფრინავიდან ჩამოგდებულ ბომბებს ემსხვერპლა.

შეგახსენებთ, რომ ზოგი ინფორმაციის თანახმად, ზარქავი აფეთქებების შემდეგ ამერიკელმა ჯარისკაცებმა ცემეს და მოკლეს.

ამერიკელთა სამედიცინო პერსონალი აცხადებს, რომ ზარქავი აფეთქებებიდან 52 წუთის შემდეგ გარდაიცვალა, როდესაც მას სამედიცინო დახმარებას უწევდნენ.

ამერიკელმა სამხედროებმა აგრეთვე განაცხადეს, რომ დე-ნე-მეს ანალიზმა საბოლოოდ დაამტკიცა ის, რომ დაღუპული ნამდვილად ზარქავია.

XS
SM
MD
LG