ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დღეს პრეზიდენტი ბუში ამერიკელთა მომავალი სტრატეგიის შესახებ იმსჯელებს


შეერთებული შტატების უმაღლესი ხელმძღვანელობის ორდღიან თათბირზე ერაყში ახალი მინისტრთა კაბინეტის ჩამოყალიბების და ტერორისტთა ლიდერის აბუ მუსაბ ალ-ზარქავის განადგურების შემდეგ შექმნილ სიტუაციაზე იმსჯელებენ.

კემპ დევიდში დაგეგმილ შეხვედრას ტელეარხის საშუალებით ერაყში ამერიკელთა სარდალი გენერალი ჯორჯ კეისიც დაუკავშირდება ერაყის ახალი მთავრობის წევრებთან ერთად.

გენერალი მხარს არ დაუჭერს ერაყიდან ამერიკის ჯარების მთლიანად გამოყვანას, თუმცა მისი აზრით მომავალში შეერთებული შტატების სამხედრო კონტიგენტი ამ ქვეყანაში აუცილებლად შემცირდება.

XS
SM
MD
LG