ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკის კონგრესი ჟურნალისტების დაცვის გარანტიების შექმნას ცდილობს


ამერიკელი კონგრესმენები გამოძიების ფედერალური ბიუროს მიერ ჟურნალისტების საქმეში ჩარევით არიან შეშფოთებულები. კონგრესი ამ დროს სწორედ პრესის უფლებების დაცვის იდეით ხელმძღვანელობს და ჟურნალისტების დასაცავად საკანონმდებლო გარანტიების შემუშავებას ცდილობს.

ახალი კანონპროექტი, სავარაუდოდ საინფორმაციო საშუალებებს, და კერძოდ ჟურნალისტებს დაიცავს. თუმცა კანონმდებლები აქ განსხვავებას აკეთებენ ეროვნული უსაფრთოხების დაცვის მიზნით ამა თუ იმ წყაროს დასახელებასთან.

აშშ სენატის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი ამ საკითხზე უკვე ატარებს მოსმენებს. გასულ კვირას კომიტეტში აწ უკვე გარდაცვლილი ცნობილი ჟურნალისტის ჯეკ ანდერსონის ცხოვრება და მოღვაწეობა განიხილეს. ანდერსონის დოკუმენტების არქივს, როგორც ცნობილია უკვე ითხოვს გამოძიების ფედერალური ბიურო. არის თუ არა მთავრობის ასეთი მოქმედება გალაშქრება მედიის თავისუფლებაზე, მედიისა, რომელსაც ამ შემთხვევაში მთავრობისადმი საზოგადოების ნდობის გამოცდა, და მეორე მხრივ კორუმპირებული ჩინოვნიკების გამოვლენა სწადია. ოპონენტები კი პრესას ასეთი საქმიანობისთვის ეროვნულ უსაფრთოებაზე გალაშქრებას აბრალებენ.

პულიცერის პრემიის ლაურეატმა ჯეკ ანდერსონმა მთელი თავისი კარიერა კორუმპირებული პოლიტიკოსებისა და გახმაურებეული სამთავრობო სკანდალების შესწავლას მოანდომა. გამოძიების ფედერალური ბიურო უკვე დიდი ხანია ანდერსონის დოკუმენტების არქივს დაეძებს, და აცხადებს, რომ იქ დამოწმებული საიდუმლო მასალები მხოლოდ მთავრობის საკუთრებაა. გამოძიების ფედერალური ბიურო ამ მიმართულებით ანდერსონის გარდაცვალების შემდეგაც აგრძელებს მუშაობას.

სენატის იურიდიული საკითხების კომიტეტის ერთერთ მოსმენაზე იუსტიციის სამინისტროს კრიმინალური განყოფილების ხელმძღვანელმა მეთიუ ფრიდრიხმა განაცხადა: “ჩვენი უპირველესი ამოცანაა იმ ადამიანების სამართლებრივი დევნა, ვინც სახელმწიფო მნიშვნელობის ინფორმაციას ამჟღავნებენ. ჩვენი მეტ ნაკლებად სასურველი გზა ამ პრობლემის მოსაგვარებლად იქნება უშუალოდ ჟურნალისტებთან მუშაობა რათა მათ ნებაყოფლობით უარი თქვან ასეთი საიდუმლო მასალების დაბეჭდვაზე, რაც ჩვენს მოსამსახურე პერსონალს საფრთხეში აგდებს.”

რესპუბლიკელი სენატორი აიოვადან ჩარლზ გრასლი, და ვერმონტის დემოკრატი სენატორი პატრიკ ლიჰაი, თავიანთ იმედგაცრუებაზე საუბრობენ. სენატორ გრასლის განცხადებით: “ჩვენ იმედი გვქონდა რომ იუსტიციის სამინისტრო ისეთ ვინმეს გამოგზავნიდა ჩვენთან შესახვედრად, ვინც მართლაც შესძლებდა ჩვენს კითხვებზე პასუხის გაცემას.” სენატორი ლიჰაი ამბობს, რომ მას ისეთი შთაბეჭდილება აქვს რომ იუსტიციის სამინისტრო პატივს არ სცემს სენატის იურიდიულ საკითხთა კომიტეტს. ამავე სხდომაზე მოხსენებით წარსდგა ჯეკ ანდერსონის ვაჟიც, რომელიც იუტას შტატში ეწევა იურიდიულ პრიაქტიკას. მისი განცხადებით: “მამაჩემს ხშირად უთქვამს, რომ მის ხელთ არსებული მასალა ეროვნული უშაფრთოხებისთვის მნიშვნელოვანი დოკუმენტები იყო, თუმცა ამბობდა იმასაც, რომ ისინი ეროვნული უსაფრთხოების საბაბით სამთავრობო პირების მანიპულირების და დანაშაულის ფაქტების დამალვის მცდელობას წარმოადგენდა. ჩემი პირადი აზრით ასეთი ინფორმაცია მართლაც არ უნდა დავუმალოთ ხალხს. ამერიკის მთავრობა ხომ ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლებაა. “

ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის ჟურნალიზმის პროგრამის დირექტორი მარკ ფელდსთაინი ამჟამად წიგნს წერს ჯეკ ანდერსონის შესახებ. ამერიკის ხმას იგი ეუბნება რომ ანდერსონის დოკუმენტების გასაჩხრეკად გამოძიების ფედერალური ბიუროს აგენტები ეროვნული უსაფრთხოების დაცვის საბაბით მას უკვე ერთხელ ესტუმრნენ სახლში. იგი ამბობს იმასაც რომ თუკი ბიურო ამ მასალებს მოიპოვებს, ამ პრეცედენტს უარყოფითი გამოძახილი ექნება როგორც ჟურნალისტებზე ისე პრაქტიკოს მკვლევარებზეც.

სენატის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არლინ სპექტრი ამ კანონპროექტის ავტორია. პროექტი, პირველ რიგში ჟურნალისტებს დაიცავს როცა საქმე მათ მიერ მოპოვებული ინფორმაციის წყაროს გამომჟღავნებაზე მიდგება. კანონპროექტი, ამას გარდა, ითვალისწინებს იმას, რომ სისხლის სამართლის დანაშაულისას გამომძიებელი ჟურნალისტს ვერ დააძალებს ამ ინფორმაციის ავტორის გამოვლენას, გარდა იმისა, თუ სასამართლო უტყუარ მტკიცებას არ ფლობს რომ ავტორის ვინაობის გამოვლენას საზოგადოება ითხოვს.

მეორეს მხრივ, ეს კანონპროექტი ჟურნალისტს ავალდებულებს გამოაშკარავოს ნებისიერი ინფორმაციის ავტორი, თუკი ეს ტერორიზმთან ბრძოლის ან ეროვნული უსაფრთოხების დაცვის სტრატეგიის ნაწილია.

XS
SM
MD
LG