ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ირანისთვის მიუღებელია დასავლეთის ზოგიერთი შეღავათი


ირანისთვის მიუღებელია დასავლეთის ზოგიერთი შეღავათი, რომელიც თეირანს ბირთვული პროგრამის შეზღუდვის სანაცვლო შესთავაზეს. ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის ჰამიდ რეზა ასეფის განცხადებით, დასავლეთის მიერ წამოყენებული საკითხების ნაწილი მიუღებელია, თუმცა ზოგიერთი წინადადების განხილვა თავად ირანის ინტერესებშიც შედის, რომელსაც საკუთარი აზრი გააჩნია ამ საკითხებზე. ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მანუჩერ მოთაკის განცხადებით თეირანი გაულდასმით შეისწავლის დასავლეთის წინადადებებს და შემდეგ გამოხატავს საკუთარ დამოკიდებულებას ამ საკითხებისადმი.

XS
SM
MD
LG