ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სალომე ზურაბიშვილი: "არ მინდა საქართველო პარტიების მსხვერპლი გახდეს!"


საქართველოში ადგილობრივი არჩევნების მოახლოებამ პოლიტიკური კლიმატი დაძაბა. ოპოზიციური პარტიების ლიდერები დავით გამყრელიძე, შალვა ნათელაშვილი, დავით უსუფაშვილი და კობა დავითაშვილი ამ დღეებში მომავალ არჩევნებზე სასაუბროდ ელჩებს ხვდებოდნენ. პირველი შეხვედრა მათ აშშ-ს ელჩთან გამართეს, გუშინ კი გერმანიის, საფრანგეთისა და ევროკავშირის ელჩებს შეხვდნენ .შეხვედრის მიზანი იყო ევროკავშირის წევრი-ქვეყნების მთავრობების დამოკიდებულების გარკვევა.

ოპოზიციის ლიდერთა აზრით აშშ-სა და ევროპის როლი საქართველოში არჩევნების სამართლიანად ჩატარებაში გადამწყვეტი იქნება. ოპოზიციის აღნიშნულ შეხვედრებში არ მონაწილეობს ოპოზიციური „საქართველოს გზის“ ლიდერი სალომე ზურაბიშვილი.

ოპოზიციურ პარტიებთან გაერთიანებაზე უარის თქმის გამო სალომე ზურაბიშვილის პარტიის რიგები მისმა მოადგილემ, პარლამენტის წევრამა გია თორთლაძემ დატოვა. ეს გადაწყვეტილება თორთლაძემ იმით ახსნა, რომ ოპოზიციასთან კონფრონტაცია არ სურს... საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი, „საქართველოს გზის“ ლიდერი სალომე ზურაბიშვილი ადგილობრივი არჩევნებისთვის ემზადება, თავის კანდიდატურის წარდგენას თბილისის მერის პოსტზე აპირებს. დღეს ქ-ნ სალომეს შევხვდი და გავესაუბრე.

ს. ზურაბიშვილი : - პარტიებმა დაღუპეს საქართველოს პირველი დამოუკიდებლობა, დაღუპეს ზვიადის მეორე დამოუკიდებლობა და ახლა არ მინდა, საქართველო კიდევ ერთხელ პარტიების მსხვერპლი გახდეს. - გუნდი ,როგორც ასეთი, რომელსაც გამარჯვების შემთხვევაში მოვიყვან სათავეში, არა მყავს და არც ვაპირებ. მე თუ მოვალ მერიაში, პარტია გვაქვს იმიტომ რომ საჭიროა იურიდიულად სია წარვადგინოთ, მაგრამ სიაში იქნებიან ბევრი არაპარტიულები. ჩვენ მოვნახავთ თბილისში ადამიანებს - არქიტექტორებს, ეკონომისტებს, იურისტებს, რომლებიც დედაქალაქს სჭირდება. - მე მჯერა გამარჯვების! დიდი იმედი მაქვს გამარჯვების ! მჯერა, მაქვს შანსი გამარჯვების და შანსი არასდროს არ არის გარანტირებული, თუ მისთვის არ ვიბრძოლეთ !

XS
SM
MD
LG