ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ისრაელმა ღაზის სექტორი დაბომბა


პალესტინის შეიარაღებულმა დაჯგუფება ჰამასმა ისრაელის ტერიორია რაკეტებით დაბომბა. ეს პირველად მოხდა უკანასკნელი ერთი წლის განმავლობაში. ჰამასის განცხადებით ეს ისრაელის საარტილერიო დარტყმის საპასუხო აქციაა, რომლის დროსაც 10 პალესტინელი დაიღუპა მათ შორის 3 ბავშვი. პალესტინის პრეზიდენტმა მაჰმუდ აბასმა დაგმო ისრაელის მიერ მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობა და სამდღიანი გლოვა გამოაცხადა ქვეყანაში.

ისრაელის სამხედროებმა მწუხარება გამოხატეს ამ ინციდენტის გამო, თუმცა მათი წარმომადგენლის მარკ რეგევის განცხადებით ისრაელი ვერ შეეგუება საკუტარი ტერიტორიების დაბომბვის მუქარას, რასაც ბოლო უნდა მოეღოს. ამასობაში პალესტინის პრეზიდენტმა მაჰმუდ აბასმა 26 ივლისი საყოველთაო რეფერენდუმის დღედ გამოაცხადა, რომლის დროსაც პალესტინის სახელმწიფოებრივობის საკითხი უნდა გადაწყდეს, რაც ისრაელის სახელმწიფოს ცნობასაც ითვალისწინებს.

XS
SM
MD
LG