ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კოსოვოში პოლიციამ გაეროს წარმომადგენლობასთან 80-ზე მეტი მოპროტესტე დააკავა


კოსოვოს პოლიციამ პრიშტინაში 80-ზე მეტი მოპროტესტე დააკავა მას შემდეგ, რაც მათ გაეროს მისიისაკენ მიმავალი ქუჩები გადაკეტეს.

საპროტესტო აქციის მონაწილეები, სერბეთთან კოსოვოს მომავალი სტატუსის შესახებ მოლაპარაკების წინააღმდეგ გამოდიოდნენ.

კოსოვოელმა ალბანელებმა გაეროს ოფისის ირგვლივ კარვები დასცეს. და შენობისკენ მიმავალი ქუჩები გადაკეტეს. შეგახსენებთ, რომ უკანასკნელი 7 წლის განმავლობაში პროვინციას გაერო მართავს.

კოსოვოს პრემიერ-მინისტრმა აგიმ ჩეკუმ საპროტესტო აქცია გააკრიტიკა.

XS
SM
MD
LG