ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თალიბთა ლიდერი მოლა ომარი აცხადებს, რომ ალ-ზარქავის სიკვდილი თალიბანის მოძრაობას ვერ შეანელებს.


თალიბთა ლიდერის მოლა ომარის მიერ გავრცელებულ წერილში, იგი სინანულს გამოხატავს აბუ მუსაბ ალ-ზარქავის სიკვდილის გამო და ავღანეთში ბრძოლის გაგრძელების პირობას დებს.

პაკისტანის ტერიტორიაზე დღეს გავრცელებული წერილის გვერდებიდან, ომარი ამბობს, რომ ზარქავის სიკვდილი, რომელსაც იგი “მარტვილობად” მოიხსენიებს, ერაყში და ავღანეთში მიმდინარე წინააღმდეგობის ბრძოლას ვერ შეასუსტებს.

წერილის ომარის მიერ დაწერის უტყუარობას ჯერ-ჯერობით ვერ ამტკიცებენ.

XS
SM
MD
LG