ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკის კონგრესი 94 მილიარდი დოლარის გამოყოფას აპირებს


ავღანეთსა და ერაყში საომარი კამპანიების ჩასატარებლად და ასევე ამერიკაში ქარიშხლების შედეგების სალიკვიდაციოდ ამერიკის კონგრესი 94 მილიარდი დოლარის დაფინანსების გამოყოფის შესახებ შეთანხმდა.

კანონპროექტი ერაყსა და ავღანეთში სამხედრო ოპერაციებისთვის 66 მილიარდს მოიცავს. ოფიციალური პირების განცხადებით, ეს თანხა იარაღისა და ტყვია წამლის შესყიდვას მოხმარდება, ისევე როგორც ერაყისა და ავღანეთის უშიშროების ძალების ტრეინინგს.

კანონპროექტი ასევე გულისხმობს დაახლოებით 20 მილიარდი დოლარის გამოყოფას ქარიშხალ კატრინასა და რიტას შედეგების სალიკვიდაციოდ.

კანონპროექტი, მანამ სანამ მას პრეზიდენტი მოაწერს ხელს, სენატმა და წარმომადგენელთა პალატამ უნდა დაამტკიცოს.

პრეზიდენტმა ბუშმა უკვე განაცხადა, რომ კანოპროექტს ვეტოს დაადებს, თუ ის 92 მთელსა და ორ მეათედ მილიარდს გადააჭარბებს.

XS
SM
MD
LG