ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ერაყის ხელისუფლებამ სამანქანო მიმოსვლაზე შეზღუდვა დააწესა


ალ ზარქავის სიკვდილის შემდეგ დღეს ბაღდადში დილის ლოცვების შემდეგ ხელისუფლებამ სამანქანო მიმოსვლაზე შეზღუდვა დააწესა.

ერაყის ხელისუფლება ბაღდადის გარდა ამ ზომას სხვა არასტაბილურ რეგიონებშიც აწესებს, რათა სავარაუდოდ ზარქავის სიკვდილის შემდეგ შესაძლო შურისძიების აქტები აღკვეთოს.

ერაყის შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ეს ზომა ძალაში დარჩება დღეს, შუადღის 3 საათამდე, მაშინ როცა ერყელთა უმრავლესობა სალოცავად მეჩეთებს მიაშურებს.

ზარქავის ჯგუფი -ალ ყაიდა ერაყში წარსულში როგორც ცნობილია რელიგიური ცერემონიებისას პასუხისმგებელია არაერთი სამანქანო და თვითმკვლელური აფეთქებებისათვის ერაყში.

ამერიკის თავდაცვის მინისტრმა დონალდ რამსფელდმა განაცხადა, რომ ბაქუბაში განხორციელებული რეიდისას, რომლის დროსაც ალ ზარქავი მოჰკლეს, ათი სხვა მეამბოხე იქნა განადგურებული.

ზარქავის გვამი თითის ანაბეჭდების, ნაიარევისა და სახის ნაქვთების საფუძველზე იქნა ამოცნობილი. დნმ-ს ანალიზებს კი ფედერალური საგამოძიებო ბიუროს ლაბორატორიაში, ვირჯინიაში ამ წუთებში ატარებენ.

ამერიკელი და ერაყელი ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ ზარქავის მკვლელობა მეამბოხეთა დაპირისპირებას ბოლოს ვერ მოუღებს, თუმცა შესაძლოა პარტიზანული ომების საპირისპირო რეაქცია გამოიწვიოს.

გუშინ გვიან ღამით შეიარაღებულმა პირებმა ერაყის ნავთობის სამინისტროს ერთერთი მაღალჩინოსანი გაიტაცეს.

XS
SM
MD
LG