ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

უკრაინაში განუსაზღვრელი დროით გადაიდო უკრაინისა და ნატოს სამხედრო ძალთა ერთობლივი წვრთნა


საპროტესტო გამოსვლები დაიწყო საპორტო ქალაქ ფეოდოსიაში, სადაც ამერიკული სამხედრო გემი შეჩერდა, რომლის ბორტზეც სამხედრო აღჭურვილობა არის, რომელიც უკრაინის სამხედრო ბაზის ეკიპირებისთვის ჩაიტანეს აშშ-იდან. საპროტესტო აქციები ფეოდოსიის გარდა სხვა ქალაქებშიც გავრცელდა. აქციაში მონაწილენი მოითხოვენ უკრაინიდან ნატოს ძალების გასვლას.

სამხედრო წვრთნა დაგეგმილი იყო ივნისისი შუა რიცხვებიდან აგვისტოს დასაწყისამდე. მასში უმეტესად აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის სამხედრო ძალებს უნდამიეღოთ მონაწილეობა. უკრაინის მთავრობის განცხადების თანახმად ერთობლივი წვრთნა ბრიტანეთის სამხედრო ძალებთან ერთად გადაიდო. უკრაინაში აშშ-ის საელჩომ სპეციალური განცხადება გააკეთა, რომელშიც უარყოფენ საპროტესთო აქციებში მონაწილეთა განცხადებებს, თითქოს ნატოს დაგეგმილი აქვს ყირიმში საკუთარი სამხედრო ბაზის გახსნა. ყირიმის რეგიონალურმა პარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომელშიც სამხედრო წვრთნის გაუქმებას მოითხოვენ.

ამასთან დაკავშირებით უკრაინის პრეზიდენტმა იუშენკომ მწვავედ გააკრიტიკა ეს რეზოლუცი და ხაზგასმით აღნიშნა, რომ უცხოური სამხედრო ძალები მისი მთავრობის მიწვევით იმყოფებიან ყირიმში. კრემლმაც არ დააყოვნა რეაქცია. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა რუსეთის პარლამენტში გაკეთებულ განცხადებაში ნატოს ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში გაფართოვება როგორც კოლოსალური გეოპოლიტიკური მოვლენა ისე თაახახსიათა. მან აშშ-ს ბრალად დასდო რეგიონში ახალი საიარაღო სისტემების შეტანის მცდელობა, რაც მისი განცხადებით შეიარაღებისადმი კონტროლის თაობაზე დადებული შეთანხმებების დარღვევას წარმოადგენს.

XS
SM
MD
LG