ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბაღდადში ორი ბომბის აფეთქების შედეგად  15 ადამიანი დაიღუპა


ერაყის პოლიციის განცხადებით აღმოსავლეთ ბაღდადში ორი ბომბის აფეთქების შედეგად 15 ადამიანი დაიღუპა, რამდენიმე დაიჭრა.

პოლიციის განცხადებით ხალხმრავალი ბაზრის ტერიტორიაზე ბომბის აფეთქებამ 13 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. მეორე ნაღმი კი პოლიციის სადგურთან აფეთქდა, რომლის დროსაც ორი ადამიანი გარდაიცვალა.

ნაღდადში აფთქებები უკვე ყოველდღიური მოვლენაა, ისევე როგორც ერაყის სხვა ქალაქებში.

გუშინ კიდევ ერთი აფეთქებისას 10 ადმიანი დაიღუპა, მათ შორის 6 პოლიციელი და ერთი სუნიტი არაბი სასულიერო პირი.

XS
SM
MD
LG