ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

                 ალ ზარქავის ბიოგრაფია


ერაყის ალ-ყაიდას ტერორისტული ორგანიზაციის ხელმძღვანელის ახალგაზრდობა, იორდანიაში კრიმინალური წარსულით ხასიათდებოდა.აბუ მუსაბ ალ-ზარქავი 1966 წელს დაიბადა იორდანიის ქალაქ ზარქაში. მისი ნამდვილი სახელი აჰმედ ფაჰდი ნაზალ ალ-ხალლაილე იყო.გასული საუკუნის 80-იან წლებში იგი ავღანეთში ჩავიდა საბჭოთა ოკუპანტებთან საბრძოლველად. მას შემდეგ, რაც საბჭოთა ჯარმა ავღანეთი დატოვა ზარქავი სამშობლოში დაბრუნდა და იორდანიაში მონარქიის გაუქმების მცდელობით, სამეფო ოჯახის წინააღმდეგ შეთქმულებების მოწყობა დაიწყო. 1996 წელს ზარქავის 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს, მაგრამ 3 წლის შემდეგ მას ამნისტია შეეხო. იგი მაშინვე ავღანეთს დაუბრუნდა და ალ-ყაიდას ლიდერთან ბინ ლადენთან მჭიდრო კონტაქტი დაამყარა.2001 წელს თალიბთა რეჟიმის დამხობის შემდეგ, ზარქავი ერაყში ჩავიდა და

მოთარეშეთა მოძრაობას ჩაუდგა სათავეში. 2004 წელს ოსამა ბინ ლადენმა ზარქავი, ერაყში თავის წარმომადგენლად დაასახელა

XS
SM
MD
LG