ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ერაყში მოქმედ ტერორისტთა ლიდერი აბუ მუსაბ ალ-ზარქავი მოჰკლეს.


"ერაყში მოქმედ ტერორისტთა ლიდერი აბუ მუსაბ ალ-ზარქავი მოჰკლეს".-განაცხადა დღეს ერაყის პრემიერ-მინისტრმა ნური ალ-მალიკიმ, შეერთებული შტატების სამხედრო კონტინგენტის მთავარსარდალთან, გენერალ ჯორჯ კეისისთან და შეერტებული შტატების ელჩთან ზალმაი ხალილზადთან ერთობლივ პრეს-კონფერენციაზე გამოსვლისას.

პრემიერ-მინისტრმა განმარტა, რომ ზარქავი ამერიკელთა მიერ ქალაქ ბაყუბას მიდამოებში მდებარე, ტერორისტთა ლიდერის თავშესაფარზე განხორციელებულ სამხედრო დარტყმაში დაიღუპა.გენერალმა კეისიმ აღნიშნა, რომ ზარქავი მისმა უახლოესმა ქვეშევრდომებმა გასცეს. ზარქავის გვამის ამოცნობა თითის ანაბეჭდების მეშვეობით მოხდა, დაამატა მან.მოგვიანებით ამერიკელთა სამხედრო ბრიფინგზე, ზარქავის გვამის ფოტოები გამოამზეურეს.ერაყში მოქმედმა ალ-ყაიდას ორგანიზაციის რგოლმა, ინტერნეტის მეშვეობით დაადასტურა ზარქავის დაღუპვის ფაქტი. შეგახსენებთ, რომ ამერიკის მიერ ზარქავის თავის 25-თ მილიონ დოლარად შეფასების მიუხედავად, ტერორისტის შეპყრობა აქამდე ვერ ხერხდებოდა.

XS
SM
MD
LG