ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ევრო საბჭო აქვეყნებს დოკუმენტს ევროპაში აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს საიდუმლო ციხეების შესახებ


მოხსენებაში, რომელიც დღეს გამოქვეყნდა საუბარია იმის თაობაზე, რომ ევროპის 14 სახელმწიფოს მთავრობებმა იცოდნენ ამ ციხეების არსებობის შესახებ. ზოგი მათგანი ამ საქმესი აშშ-თან თანამშრომლობდა კიდეც. ციხეებს უკანასკნელი ხუთი წლის განმავლობაში ცენტრალური სადაზვერვო სამმართველო ტერორიზმში ეჭვმიტანილთა დასაკავებლად იყენებდა.

მოხსენებაში კონკრეტულადაა ნათქვამი, რომ პოლონეთი დარუმინეთი დათანხმდნენ მათ ტერიტორიებზე ამ ციხეების გახსნაზე. ორივე სახელმწიფო უარყოფს ამ ბრალდებას. მოხსენების ავტორი შვეიცარელი პარლამენტარი დიკ მარტი აღიარებს იმ ფაქტს, რომ მას არანაირი ოფიციალური სამხილებიარ გააჩნია ამ ბრალდების დასამტკიცებლად. აშშ-ს ჯერ რეაქცია არ მოუხდენია ამ დოკუმენტზე.

XS
SM
MD
LG