ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბუში განცხადებას აკეთებს ირანის ბირთვულ პროგრამაზე


აშშ-ის პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა განაცხადა, რომ მისი აზრით ოფიციალური თეირანი დადებითად ეხმაურება საერთაშორისო საზოგადოებრიობის ინიციატივას. ამ ინიციატივის თანახმად ირანს სთავაზობენ დახმარების პაკეტს ურანის გამდიდრების პროგრამის შეჩერების სანაცვლოდ.

პრეზიდენტ ბუშის თანახმად საბოლოო ანგარიშში დრო გვიჩვენებს იმას რამდენად სერიოზულად უდგებიან ამ საკითხს ირანის მესვეურნი. პრეზიდენტმა ტეხასში გამართულ პრეს-კონფერენციაზე გააკეთა ეს განცხადება. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ აშშ ირანის პრობლემის დიპლომატიური გზით მოგვარებას ანიჭებს უპირატესობას.

როგორც სახ-დეპის რწმუნებულმა განაცხადა, ოფიციალურ თეირანს მხოლოდ რამოდენიმე კვირა და არა თვეები აქვს პასუხის მომზადებისათვის.

XS
SM
MD
LG