ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გარდაიცვალა ცნობილი  მუსიკოსი და კომპოზიტორი ბილი პრესტონი.


59-ი წლის ასაკში გარდაიცვალა ცნობილი მუსიკოსი და კომპოზიტორი ბილი პრესტონი.

პრესტონის მენეჯერის ოფიციალური განცხადების თანახმად იგი წუხელ არიზონის ერთ ერთ საავადმყოფოში გარდაიცვალა სადაც შვიდი თვის განმავლობაში კომაში იმყოფებოდა.ბილი პრესტონის პირად ვებ გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციით მას სტენოკარდია აწუხებდა რის შედეგადაც თირკმლის ფუნქციის მოშლა მოხდა.

ბილი პრესტონი თავის დროზე ისეთ შემსრულებლებთან თანამშრომლობდა როგორებიცაა: მაჰალია ჯეკსონი, რეი ჩარლზი და ლითლ რიჩარდი. იგი ფართე აუდიტორიისთვის ანსამბლ “ბითლზ”–თან თანაშრომლობის შემდეგ გახდა ცნობილი. პრესტონმა ბითლზთან ერთად ჩაწერა სიმღერა Let it Be.ეს მუსიკოსი აგრეთვე ალბომების, Abbey Road-ისა და White Album-ის ჩაწერაშიც მონაწილეობდა.ბილი პრესტონი ერთობლივ პროექტებში მონაწილეობდა ლეგენდარულ არითა ფრენკლინთან და სუპერ როკ ანსამბლთან The Rolling Stones-თან.

XS
SM
MD
LG