ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ირანი ხავიერ სოლანას მიერ წარდგენილ საკომპენსაციო პაკეტს იხილავს


ირანი ევროკავშირის საგარეო საქმეთა უწყების ხელმძღვანელის ხავიერ სოლანას მიერ თეირანში ჩატანილ, ირანის ბირთვული პროგრამის შეწყვეტის სანაცვლო საკომპენსაციო პაკეტს იხილავს და აცხადებს, რომ შეთავაზებაში ზოგი რამ პოზიტიურად ესახება.

ბირთვულ საკითხებში ქვეყნის მთავარი მოთათბირის ალი ლარიჯანის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ აქ ბევრი რამ ორაზროვნადაა მოცემული, შეთავაზების განხილვა მაინც ღირს.

ლარიჯანი ამ განცხადებით ხავიერ სოლანასთან ორ საათიანი შეხვედრის შემდეგ გამოვიდა. თავის მხრივ ბატონმა სოლანამ დღევანდელი შეხვედრა პოზიტიურად შეაფასა.

ჯერ-ჯერობით გაეროს უშიშროების საბჭოს ხუთი მუდმივი წევრისა და გერმანიის მიერ ირანისათვის შეთავაზებული პაკეტის ზუსტი შემცველობა ცნობილი არაა.

ამერიკულმა გაზეთმა ნიუ იორკ თაიმსმა დიპლომატიურ წყაროებზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ საკომპენსაციო პაკეტში საუბარია ამერიკის მიერ სოფლის მეურნეობის ტექნოლოგიებისა და აერობუსისა და ბოინგის კომპანიების ნაწარმი თვითმფრინავის ნაწილების ირანისათვის მიყიდვის შესაძლებლობაზე.

XS
SM
MD
LG