ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ვლადიმირ პუტინი რუსეთ-ამერიკის თანამშრომლობით კმაყოფილებას გამოთქვავს


შეერთებული შტატების ყოფილ სახელმწიფო მდივანთან ჰენრი კისინჯერთან დღევანდელი შეხვედრის შემდეგ გამოსვლისას, ვლადიმირ პუტინმა რუსეთ-ამერიკის თანამშრომლობით კმაყოფილება გამოთქვა. როგორც მან აღნიშნა, ირანის ბირთვულ საკითხთან ქვეყნების ერთობლივი ძალისხმევით მიდგომა აჩვენებს, რომ ამერიკასა და რუსეთს ერთად მუშაობა და კომპრომისზე წასვლა ძალუძთ.

თავისმხრივ ბატონმა კისინჯერმა სთქვა, რომ მიუხედავად ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის ამასწინანდელი სიტყვიერი დაპირისპირებისა, მას რუსეთის მიერ დიდი რვიანის თავმჯდომარეობა პოზიტიურ მოვლენად მიაჩნია და იგი თვლის, რომ რუსეთს ამ ჯგუფის საქმიანობაში მნიშვნელოვანი წვლილის შეტანა ძალუძს. შეგახსენებთ, რომ დიდი რვიანის წევრი ქვეყნების სამიტი, მომავალ თვეს სანქტ პეტერბურგში ჩატარდება.

XS
SM
MD
LG