ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

შეერთებული შტატები 12 ქვეყანას ადამიანების ტრაფიკინგში სდებს ბრალს


შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა 2006 წლის, ადამიანთა ტრაფიკინგისადმი მიძღვნილი ანგარიში გამოაქვეყნა. აქ აღნიშნულია, რომ მონებით ვაჭრობასთან ბრძოლის დღევანდელ მსოფლიო სტანდარტებს 12 ქვეყანა ვერ აკმაყოფილებს.

ეს ქვეყნებია საუდის არაბეთი, ირანი, სირია, უზბეკეთი, ჩრდილოეთ კორეა, ლაოსი, და ბირმა აზიაში. სუდანი და ზიმბაბვე აფრიკაში, და ბელიზი, კუბა და ვენესუელა ლათინურ ამერიკაში.

ვენესუელის საელჩომ შეერთებულ სტატებში ბრალდება უარყო და განაცხადა, რომ ამერიკა ვენესუელის მიერ ტრაფიკინგთან ბრძოლაში მიღწეულ წარმატებებს არ ითვალისწინებს და ვენესუელის შავ სიაში მოხვედრა პოლიტიკური მოტივებითაა ნაკარნახევი.

XS
SM
MD
LG