ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

შეერთებული შტატები და ვიეტნამი ერთმანეთთან თანამშრომლობის გეგმავენ


შეერთებული შტატების და ვიეტნამის თავდაცვის უწყებები ერთმანეთთან თანამშრომლობის გაფართოებას გეგმავენ იმგვარ საკითხებში როგორიცაა ვიეტნამის ომის დროს დაღუპული ამერიკელი ჯარისკაცების ცხედართა მოძიება.

დღეს შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანი დონალდ რამსფელდი თავის ვიეტნამელ კოლეგას შეხვდა ჰანოიში, რომლის დროსაც ორ ქვეყანას შორის სამხედრო თანამშრომლობის გაღრმავებაზე იმსჯელეს.

ბატონი რამსფელდის განცხადებით:” ჩვენი ურთიერთობა ვიეტნამთან ორივე მხარისთვის სასარგებლო ხასიათს ატარებს, ამ თანამშრომლობას დიდი ხნის ისტორია აქვს და იმედი მაქვს რომ ასევე გაგრძელდება მომავალშიც.”

პენტაგონი ვიეტნამის ხელისუფლებისგან საარქივო მასალების გახსნას ითხოვს კამბოჯასა და ლაოსში დაკარგული ამერიკელი ჯარისკაცების ბედის დადგენის მიზნით. ვიეტნამის ომში 1805 ამერიკელი ჯარისკაცია უგზოუკვლოდ დაკარგული.

მხარეები ასევე შეთანხმდნენ ვიეტნამელი ოფიცრების შეერთებულ შტატებში სასწავლებლად გაგზავნაზე.

დღესვე დონალდ რამსფელდი ვიეტნამის პრემიერ-მინისტრს პჰან ვან ხაის შეხვდება.

XS
SM
MD
LG