ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ერაყში ყაჩაღებმა სატრანსპორტო კომპანიების 50 თანამშრომელი გაიტაცეს


ერაყის ხელისუფლების განცხადებით პოლიციის ფორმაში გამოწყობილმა ყაჩაღებმა ბაღდადის სატრანსპორტო კომპანიების 50 თანამშრომელი გაიტაცეს.

ეს იყო წინასწარ დაგეგმილი ოპერაცია, რომლის დროსაც სირიასა და იორდანიაში მიმავალი სამარშუტო ტრანსპორტის მუშაკები გაიტაცეს, რომელთა შორის ორი სირიელიც იყო.

დღესვე ბაღდადში განახლდა სადამ ჰუსეინის სასამართლო პროცესი, რომლის დროსაც დაცვის ორი მოწმე დაკითხეს.

ამასობაში ერაყის ხელისუფლება ოთხი რუსი დიპლომატის განთავისუფლებას ცდილობს, რომლებიც ორი დღის წინათ გაიტაცეს ბაღდადში.

XS
SM
MD
LG