ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პრეზიდენტი ბუში ცალსქესა ქორწინებას ეწინააღმდეგება


პრეზიდენტი ბუში კონგრესის რესპუბლიკური პარტიის წევრებთან ერთად კონსტიტუციაში ცვლილების შეტანას გეგმავს, რომელიც ცალსქესა ქორწინებებს აკრძალავს შეერთებულ შტატებში.

პრეზიდენტი ბუში დღეს სპეციალურ განცხადებას გააკეთებს საკონსტიტუციო ცვლილების შესახებ, რომელიც მკაცრად განსაზღვრავს, რომ ქორწინება მხოლოდ მამაკაცსა და ქალს შორის არის შესაძლებელი.

რესპუბლიკელები ამ საკითხზე მთელი კვირის განმავლობაში იმსჯელებენ, რადგან მათი აზრით ქორწინების ინსტიტუტს საფრთხე ემუქრება შეერთებულ შტატებში. თუმცა პოლიტიკური მიმომხილველები აცხადებენ რომ ამ კანონის მიღება გაჭირდება კონგრესში.

დემოკრატებს უარყოფითი დამოკიდებულება აქვთ ამ საკითხის მიმართ და თვლიან რომ ქვეყნის წინაშე უფრო მწვავე პრობლემებიც არსებობს, თუნდაც ერაყის ომი. მათი აზრით რესპუბლიკელებმა იმიტომ წამოწიეს ეს საკითხი არჩევნების წინ, რომ კონსერვატორების მხარდაჭერა მოიპოვონ.

XS
SM
MD
LG