ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ირანი ბირთვულ პროგრამაზე მუშაობის შეწყვეტას არ აპირებს


ირანის ახალი ამბების სააგენტოს, ქვეყნის პრეზიდენტის მაჰმუდ აჰმადინეჯადის სიტყვები მოჰყავს, სადაც იგი მბობს, რომ დასავლეთის მხრიდან თეირანზე განხორციელებული ზეწოლის მიუხედავად ურანის გამდიდრების პროცესი არ შეწყდება.

ამ დროს კი რიგითი ირანელები კარგად არიან ინფორმირებულები, მათი ქვეყნის წინააღმდეგ მიმდინარე ზეწოლის საერთაშორისო კამპანიის შესახებ.

ბირთვული პროგრამის სანაცვლოდ ირანისათვის საკომპენსაციო პაკეტის შესთავაზების შესახებ ვენიდან გაჟღერებულ განცხადებას, ირანელ სტუდენტთა რეაქცია მოჰყვა.

“მე ვთვლი, რომ ჩვენ მათი შეთავაზება არ უნდა მივიღოთ იმიტომ, რომ ჩვენი ბირთვული პროგრამა მათი საქმე არაა. მაგრამ ჩვენ აგრეთვე საერთასორისო საზოგადოებრიობის წევრი ვართ და ამიტომაც შეთანხმებასაც უნდა ვეცადოთ”. ამბობს ერთ-ერთი სტუდენტი.

ლოცვის დროს მლოცველები შეერთებულ შტატებს გმობენ. პარალელურად კი ქვეყნის მთავარი სასულიერო ლიდერი ირანის ბირთვული პროგრამის არსებობას იცავს.

ირანმა ურანის გამდიდრების პროგრამის შეწყვეტა იმ საბაბით იუარა, რომ თითქოსდა მას ეს პროცესი მშვიდობიანი მიზნებისათვის ესაჭიროება. მაგრამ ცნობილია, რომ ასეთი სამუშაოები ბირთვული იარაღის შექმნისთვისაცაა გამოსადეგი და სწორედ ამას შიშობენ დასავლეთის ქვეყნები.

ვენაში 6-სი ქვეყნის, მათ შორის რუსეთისა და ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა განაცხადეს, რომ ირანს ბირთვული პროგრამის შეწყვეტის სანაცვლოდ საკომპენსაციო პაკეტს შესთავაზებენ. ხოლო ირანის მიერ შეთავაზებაზე უარის თქმის შემთხვევაში, გეგმა თეირანის წინააღმდეგ სანქციების შემოღებას ითვალისწინებს.

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა კონდოლიზა რაისმა აღნიშნა, რომ ეს დამსჯელი ზომები საკმაოდ მკაცრი იქნება.

მდივანმა ეი ბი სი-ს ახალი ამბების სამსახურს განუცხადა, რომ ახლა მსოფლიოს უძლიერესი ქვეყნები წინადადების განსახილველად ირანს განსაზღვრულ დროს მისცემენ.

“ჩვენ ირანელებს დრო უნდა მივცეთ, რომ მათ გააცნობიერონ თუ რას ვთავაზობთ. მე ვიტყოდი, რომ ჩვენ რამდენიმე კვირის და არა თვეების შესახებ ვსაუბრობთ.”

XS
SM
MD
LG