ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ღაზას სექტორის ჩრდილოეთშ   ძლიერ აფეთქებას ჰქონდა ადგილი


დღეს ღაზას სექტორის ჩრდილოეთში მდებარე ლტოლვილთა ბანაკში მომხდარ ძლიერ აფეთქებას ჰამასის მოძრაობის წევრის სიცოცხლე ემსხვერპლა.

პალესტინის ოფიციალური წყაროების მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დღეს ღაზას სექტორის ჩრდილოეთში მდებარე ლტოლვილთა ბანაკში მომხდარ ძლიერ აფეთქებას, ჰამასის მოძრაობის წევრის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ჯერ-ჯერობით დადგენილი არაა თუ რამ გამოიწვია აფეთქება. ისრაელის არმიის პრესმდივანმა განაცხადა, რომ მისი ქვეყნის შეიარაღებულ ძალებს ამ აფეთქებასთან არავითარი კავშირში არ აქვს.

ჯებალიის ლტოლვილთა ბანაკში მომხდარ ამ აფეთქებას ჰამასის წევრის აჰმედ სარის სიცოცხლე ემსხვერპლა. დაჭრილია ორი ადამიანი, მათ შორის რვა წლის ბავშვი.

საერთოდ ასაფეთქებელ ნივთიერებასთან გაუფრთხილებელ მოპყრობას მრავალი პალესტინელის სიცოცხლე ეწირება. ისრაელი ხშირად ახორციელებს საჰაერო დარტყმებს პალესტინური შეიარაღებული ფორმირებების წინააღმდეგ, მაგრაბ თითქმის ყოველთვის აღიარებs ამას.

დღევანდელი აფეთქება, პალესტინელთა დაპირისპირებულ დაჯგუფებებს შორის მომხდარი სისხლიანი შეტაკებიდან სულ რამდენიმე საათში მოხდა. ამ შეტაკებას ხუთი კაცის სიცოცხლე ემსხვერპლა.

XS
SM
MD
LG