ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რამსფელდი შეშფოთებულია ირანის შანხაის ორგანიზაციაში მიწვევით


სინგაპურში საერთაშორისო უსაფრთხოების კონფერნციაზე გამოსვლისას ბატონმა რამსფელდმა ჩინეთის ხელისუფლებას თავისი სამხედრო ხარჯების გამჭვირვალეობისაკენ მოუწოდა. პეკინი აცხადებს რომ ყოველწლიურად 30 მილიარდ დოლარს ხარჯავს თავდაცვის მიზნებისათვის, პენტაგონი კი ამტკიცებს რომ სინამდვილეში ეს თანხა 90 მილიარდ დოლარს აღწევს.

დონალდ რამსფელდი უკმაყოფილოა ჩინეთის და რუსეთის გადაწყვეტილებით შანხაის ორგანიზაციაში მიიწვიონ ირანი, რომელიც მისი აზრით ტერორიზმის მხარდამჭერი სახელმწიფოა:” ირანი მხარს უჭერს ჰამასს და ჰესბოლას და დიდი ხანია რაც ტერორისტულ ორგანიზაციებს ეხმარება ამიტომ მისი მიწვევა ისეთ ორგანიზაციაში , რომელიც ტერორიზმთან ბრძოლას ისახავს მიზნად ჩემთვის გაუგებარია.” განაცხადა შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრმა.

შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციაში ჩინეთის და რუსეთის გარდა ყაზახეთი, უზბეკეთი, ყირგიზეთი და ტაჯიკეთიც შედიან.

XS
SM
MD
LG