ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კულტურის სიახლეები: ინტერვიუ დავით ბუხრიკიძესთან


მაშინ, როდესაც საქართველოში კულტურის სამყარო აქტიურდება, ეს არის გაზაფხულის ბოლო და ზაფხულის პირველი ნახევარი, ასევე აქტიურია სახელოვნებო წრე დასავლეთშიც. ეს ფესტივალებისა და სხვადასხვა კულტურული დღეების პერიოდია. კრიტიკოსი დავით ბუხრიკიძე, ბერლინში ერთერთ ასეთ თეატრალურ ფესტივალს დაესწრო, რომელსაც ამგვარი სახელწოდება აქვს, “Theatren Treffen” ანუ თეატრების შეხვედრა. მის შესახებ თავად დათო გვიამბობს.

დათო ბუხრიკიძე _ ეს ფესტივალი არის მხოლოდ გერმანულ ენოვანი, არის საერთაშორისო, მაგრამ მხოლოდ გერმანულ ენაზე და დაარსდა 1963 წელს. Eს ფესტივალი ეწყობა ყოველი წლის გაზაფხულზე. მე უკვე მესამედ ვარ ამ ფესტივალზე. შარშან იყო საინტერესო იმ მხრივ, რომ წარმოდგენილი იყო ძირითადად თანამედროვე პიესები. წელს კი ჩემთვის უცნაური აღმოჩნდა, რომ რეპერტუარი ძირითადად კლასიკური ნაწარმოებებისგან იყო დაკომპლექტებული.

იყო ძირითადად შექსპირის და ჩეხოვის ბუმი. არის ასეთი რეჟისორი იურგენ გოში, რომელმაც ჩამოიტანა “მაკბეტი”. ეს არის ძალიან ექსტრემისტული დადგმა, მთელი მოქმედება ხდება ცარიელ სივრცეში, პლასმასის სკამების და თეთრი ეკრანის ფონის თანხლებით. ჩეხოვის სამი პიესა იყო წარმოდგენილი. სამივე ძალიან საინტერსო იყო. და საინტერესო არის ის რომ, განსხვავებით ჩვენგან, ისინი შექსპირსაც და ჩეხოვსაც ძალიან თავხედურად ეპყრობიან, მაგრამ ეს თავხედობა, რასაკვირველია ესთეტიზმის უმაღლეს რანგშია აყვანილი.

ყველაფერი რაც არის დაკავშირებული თანამედროვეობასთან, ჩანს ამ ტექსტში. და ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ ყველაფერი, რაც ჩანს და რასაც ისმენთ არის დღეს დაწერილი. უფრო ვრცლად ფესტივალის შესახებ, შეიძლება ჟურნალ “ანაბეჭდის” მომდევნო ნომერში გაეცნოთ, სადაც თქვენთვის კრიტიკოსი დავით ბუხრიკიძე წერს.

XS
SM
MD
LG